მატჩამდე 25 დღით ადრე - საქართველო-ნორვეგიის შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია #1TVSPORT
მატჩამდე 25 დღით ადრე - საქართველო-ნორვეგიის შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია #1TVSPORT

საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 25 დღით ადრე გაყიდულია, – ინფორმაციას ეროვნული გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„საქართველო-ნორვეგიის შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გელით 28 მარტს სტადიონზე“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

ვილი სანიოლის გაწვრთნილები ნორვეგიას ევრო 2024 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში დაუპირისპირდებიან. მატჩი 28 მარტს ბათუმში გაიმართება. მანამდე, 25 მარტს საქართველოს ნაკრები ასევე ბათუმში ამხანაგურ მატჩში მონღოლეთის გუნდს უმასპინძლებს.

ნორვეგიასთან მატჩი პირველი არაა, ბილეთები თამაშამდე დიდი ხნით ადრე რომ გაიყიდა. ასევე მოხდა ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშების ყველა შეხვედრამდე, სადაც „ჯვაროსნებმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.