„მასტერშეფის“ VI სეზონისთვის მონაწილეების შერჩევა გრძელდება

15:20, 19.07.2021

საქართველოს პირველი არხის კულინარიული მეგაშოუს, მასტერშეფის VI სეზონისთვის მონაწილეების შერჩევა გრძელდება.

თუ გინდა, გახდე ნომერ პირველი კულინარიული შოუს მონაწილე, აუცილებლად შეავსე ანკეტა.

შეგახსენებთ „მასტერშეფის“ გასული სეზონების გამარჯვებულებს:

I სეზონი – ია ძაგანია

II სეზონი – ნუცა სურგულაძე

III სეზონი –  სერგო ოვჩარენკო

IV სეზონი – მირიან სულაკაური

V სეზონი – დიმიტრი შარაშიძე

ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ მეექვსე სეზონს კვლავ საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი