„მასტერქარდი“ საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება
„მასტერქარდი“ საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება

მასტერქარდი“ (MasterCard) პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება, – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და „მასტერქარდი​ს“ ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლა ვილლას შორის გამართული შეხვედრისას გახდა ცნობილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმი „მასტერქარდსა“ და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ხვალ გაფორმდება – მსოფლიოში წამყვანი გლობალური საგადახადო და ტექნოლოგიური კომპანია ქვეყანას ტურიზმის შესახებ მონაცემების, ცოდნისა და ანალიზის გაზიარების, აგრეთვე, მარკეტინგული საქმიანობისა და ინვესტიციების დაგეგმვის ნაწილში, ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ დაეხმარება.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურთან გამართულ შეხვედრაზე „მასტერქარდის“ ვიცე-პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ წინა წლების მაჩვენებლებით საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში და კომპანია მზად არის, დაეხმაროს ქვეყანას პოსტკრიზისულ პერიოდში, როგორც ტურიზმის სექტორის, ისე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

შეხვედრისას აგრეთვე განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული გადახდებისა და მონაცემთა ანალიზის განვითარების შესაძლებლობები ახალი კორონავირუსის და პანდემიის დაძლევის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდა.