მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დღის MVP ზედიზედ მეორედ გახდა #1TVSPORT
მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დღის MVP ზედიზედ მეორედ გახდა #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე მასტერლიგის (7×7 ფეხბურთი) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯემალ (ჯეჯო) ჯალიაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა დღის MVP.

ჯალიაშვილმა ზედიზედ ორ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საქართველოს მასტერლიგის ეროვნული ნაკრების (მთავარი მწვრთნელი როსტო ფარცვანია) წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩი მოიგო: ჯერ ირლანდია დაამარცხა (5:1), შემდეგ – შოტლანდია (3:1) და პლეი ოფში გავიდა.

მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები მაროკოს დაუპირისპირდება, რომელმაც ასევე ორივე მატჩი მოიგო: შოტლანდია – 7:2, ხოლო ირლანდია 4:2 დაამარცხა.

მაროკოს ნაკრები ჯგუფში ბურთების უკეთესი (+7) სხვაობით ლიდერობს და საქართველოს ნაკრებს (+6) ამ მაჩვენებლით ასწრებს.

ჯგუფის ბოლო მატჩი საქართველოსა და მაროკოს ნაკრებებს შორის 7 ივნისს, 21:00 საათზე დაიწყება და ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდის ვინაობაც ამ თამაშის შემდეგ გაირკვევა.

მაროკო 2 2 0 0 11-4 6
საქართველო 2 2 0 0 8-2 6
ირლანდია 2 0 0 2 3-9 0
შოტლანდია 2 0 0 2 3-10 0