მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრები 1/16-ფინალში ხორვატიას შეხვდება #1TVSPORT
გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე მასტერლიგის (7×7 ფეხბურთი) მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია – ჩვენი გუნდი 1/16-ფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება.
ხორვატები B ჯგუფში გამოდიოდნენ და შედეგიანი თამაში აჩვენეს. ბალკანელებმა დიდი უპირატესობით დაამარცხეს კოსტა რიკა (8:0), სირია (12:2) და ჯამში 20 გოლი გაიტანეს. თუმცა, წააგეს მექსიკასთან (1:0) და მეორე ადგილი დაიკავეს.
ასევე მეორე ადგილი დაიკავა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი მარცხის გარეშე დაასრულა. როსტო ფარცვანაიას გაწვრთნილებმა ირლანდია (5:1) და შოტლანდია (3:1) დაამარცხეს, მაროკოსთან კი ფრედ (1:1) ითამაშეს და მეორე ადგილი მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით დაიკავეს.
მასტერლიგის (7×7 ფეხბურთი) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრა 8 ივნისს გაიმართება. 1/16-ფინალური მატჩი თბილისის დროით 19:20 საათზე დაიწყება.