მასტერ ლიგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს #1TVSPORT

22:50, 25.08.2026

საქართველოს ნაკრები გერმანიაში მიემგზავრება, სადაც 6×6 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე (SOCCA World Cup 2026) ითამაშებს.

ტურნირი 28 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით გერმანიის ქალაქ ესენში გაიმართება. მთავარი ჯილდოსთვის 48 ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს. შეხვედრები ესენის ცენტრში, Kennedyplatz-ზე, სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოწყობილ არენაზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები სრულად დაკომპლექტებულია 7×7 ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის, „მასტერ ლიგის“ ფეხბურთელებით. გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე I ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან უკრაინა, ლიბანი და პაკისტანი.

საქართველოს ნაკრებისთვის SOCCA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე დღემდე საუკეთესო შედეგი მერვედფინალში გასვლაა. ახლა გუნდის მიზანი ამ შედეგის გაუმჯობესებაა.

SOCCA World Cup მინიფეხბურთის ფორმატებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სანაკრებო ტურნირია. საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი „მასტერ ლიგის“ YouTube-ის არხზე გადაიცემა.

მსგავსი