მასტერ ლიგაში საუკეთესოები დააჯილდოვეს
მასტერ ლიგაში საუკეთესოები დააჯილდოვეს

7×7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, „იოტა ჰოტელში“ თბილისის მასტერლიგის და საქართველის მასტერლიგის თასის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოება გაიმართა.

თბილისის მასტერ ლიგაში პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საუკეთესო მეკარე: დავით ღლონტი(SSPS)

საუკეთესო მცველი: ილია კანდელაკი (კრწანისი)

საუკეთესო ნახევარმცველი: ლაშა ხომასურიძე (SSPS)

უნივერსალი: ალექსანდრე იაშვილი (გრასრუტი)

საუკეთესო თავდამსხმელი/ბომბარდირი: კახა კალაძე (თბილისის მერია)

საუკეთესო ფეხბურთელი: ჯეჯო ჯალიაშვილი (SSPS)

საქართველოს მასტერლიგის თასის საუკეთესო ფეხბურთელებზე პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საუკეთესო მეკარე: ვატო ლობჟანიძე (თბილისის მერია)

საუკეთესო მცველი: გივი კვარაცხელია (თბილისის მერია)

საუკეთესო ნახევარმცველი: თემურ ტყეშელაშვილი (ქუთაისისკახიანოური)

საუკეთესო უნივერსალი: ლაშა კუხიანიძე (ქუთაისის კახიანოური)

საუკეთესო თავდამსხმელი: გიორგი დემეტრაძე (თბილისის მერია)

საუკეთესო ბომბარდირი: გიორგი დემეტრაძე 4 გოლით (თბილისის მერია)

საუკეთესო ფეხბურთელი: ილია გადელია (თბილისის მერია)

7×7 ფეხბურთში მასტერ ლიგის გათამაშება 7 მაისს დაიწყო და ნოემბერში ფინალური ეტაპით დასრულდა. სულ 63 მუნიციპალიტეტის 260 გუნდი და დააახლოებით 4500 მოთამაშე მონაწილეობდა. პროექტი მიზნად მასობრივი ფეხბურთის პოპულარიზაციას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავდა. ორგანიზატორი საქართველოს 7X7 ფეხბურთის ასოციაციაა, ხოლო პროექტის ფინანსური პარტნიორები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და თბილისის მერია.

თბილისის მსგავსად, რეგულარული ლიგები ჩამოყალიბდა ქუთაისსა და ბათუმში. ფინალური ეტაპზე 8 გუნდი მოხვდა – 4 გუნდი აღმოსავლეთ საქართველოდან, 4 – დასავლეთ საქართველოდან. დასკვნითი ტურნირი სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ 14-15 ნოემბერს გაიმართა და დასრულდა თბილისის მერიის გუნდის გამარჯვებით, სადაც თამაშობდნენ კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, გია კვარაცხელია. ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა ჯერ „ამბასადორს“ სძლია 3:1, შემდგომ SSPS-ს – 4:1, ხოლო ფინალში დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულს, ქუთაისის „კახიანაურს“ – 3:1.

„უახლოეს მომავალში სახეობაში საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბება და საერთშოროსო ტურნირებში მონაწილეობდა იგეგმება. ახალი ჩემპიონატი კი მარტიდან დაიწყება და უფრო მეტი გუნდის მონაწილეობას ვიმედოვნებთ. საერთოდ, მასობრივი ფეხბურთი რომ მნიშნელოვანია, ამაზე ორი აზრი არაა“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან 7×7 ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, აკაკი ხლაბუსტოვი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დასრულებულ ტურნირზე საქართველოს პირველ არხთან საუბარი ხუმრობით დაიწყო: „ისეთი ტურნირი იყო, ერთი პრიზიც ვერ ავიღე. ხუმრობა იქით იყოს და ძალიან მიხარია, ფეხბურთი მასობრიობას რომ იბრუნებს. ალბათ საქართველოში 7×7 ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე მისაღები ფორმატია, რადგან ყველა დიდ მოედანზე თამაშს ვერ ახერხებს, ასეთი ზომის სტადიონზე თამაში კი ტრადიციული და პოპულარულია. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ეს არაჩვეულებრივი პროექტი განახორციელა და ვინც მონაწილეობდა. ამ ტურნირმა სამოყვარულო ფეხბურთი გააძლიერა. ეს ქართული ფეხბურთის წარმატების ერთ-ერთი საფუძველია, რადგან რამდენიმე ათასი მოთამაშე შეგვემატა. მაგრამ უფრო მეტი გვინდა, მეტი გუნდი, მეტი მონაწილე. ამაში ფეხბურთის ფედერაცია გვერდში ყოველთვის დაგიდგებათ“.