ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვალენსიასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.
იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ძალიან რთული თამაში იქნება, რადგან მეტოქე ძლიერია.
ალეგრიმ შემადგენლობა არ გაამხილა, თუმცა, რამდენიმე კარტი მაინც გახსნა –
„რა თქმა უნდა, ჩვენ 4-5 ფავორიტს შორს ვართ, მაგრამ ამაზე ყურადღების გამახვილება არ შეიძლება. გვჭირდება სიმშვიდე და ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული. ჩვენი მიზანი სტაბილურად საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა უცნაური ტურნირია, შესაძლოა ერთმა ეპიზოდმა ყველაფერი შეცვალოს. პირველ ყოვლისა კი, ჩვენ „ვალენსიასთან“ მატჩზე ვფიქრობთ და ეს არ იქნება ადვილი თამაში. ჩვენი მეტოქე ძლიერია და დიდებულ სტადიონზე თამაშობს. დღეიდან ჩემპიონთა ლიგის გრძელი გზა იწყება. დიბალა თავს კარგად გრძნობს და სათამაშოდ მზადაა. გუნდის ფიზიკური კონდიციებიც ნელ-ნელა ძლიერდება“, – აღნიშნა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.