„იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს ტურინულ კლუბს განთავისუფლების გამო.
მაისში „იუვენტუსმა” გამოაცხადა ალეგრის გაშვების შესახებ. ეს ნაბიჯი უკავშირდებოდა მწვრთნელის საქციელს იტალიის თასის ფინალის დროს და შემდეგ, როცა მან პიჯაკი გაიხადა და სარეზერვო არბიტრს უყვიროდა, მოგვიანებით კი კონფლიქტში შევიდა ჟურნალისტთან.
კლუბის ხელმძღვანელობის ვერსიით, „იუვენტუსმა“ ალეგრი საპატიო მიზეზით გაუშვა.
Sky Sport Italia-ს მონაცემებით, ყოფილი მწვრთნელი კლუბისგან საიმიჯო ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.