მაშველებმა ლა მანშის სრუტეში ემილიანო სალას თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს
მაშველებმა ლა მანშის სრუტეში ემილიანო სალას თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს

თვითმფრინავი, რომლითაც არგენტინელი ფორვარდი ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა, აღმოჩენილია. ამის შესახებ „სქაი სპორტი“ (Sky Sports) წერს.

როგორც ჟურნალისტი ტომ პერმანტერი იტყობინება, დაკარგული თვითმფრინავის ნაწილები ლა მანშის ფსკერზე, გერნსის კუნძულთან ახლოს იპოვეს. საფრენი აპარატის იდენტიფიცირება რადიომართვის პულტის მეშვეობით მოხდა.

სალასა და პილოტ დევიდ აიბოტსონის ოჯახის წევრებს ამ ახალი ამბის შესახებ უკვე აცნობეს. არაფერს იტყობინებიან იმაზე, ნაპოვნია თუ არა ფეხბურთელისა და პილოტის ცხედრები.

შეგახსენებთ, ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა, რომელიც ლა მანშის სრუტის თავზე რადარებიდან გაქრა.