მაშველებმა 10 მეტრის სიღრმის ორმოდან კნუტი ამოიყვანეს [ფოტო]
მაშველებმა 10 მეტრის სიღრმის ორმოდან კნუტი ამოიყვანეს [ფოტო]

მაშველებმა 10 მეტრის სიღრმის ორმოდან კნუტი ამოიყვანეს. ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

„დღეს კიდევ ერთი ონავარი კნუტი დავიხსენით განსაცდელისგან“, – ამბობენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, შეტყობინება მარუხის გმირების ქუჩიდან ცხელი ხაზის მეშვეობით შევიდა.

კატის ხმა მოსახლეობას რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდა და მის სამყოფელს მხოლოდ დღეს მიაგნეს.

„ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟი ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. მაშველებმა კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და საავტომობილო გზისგან მოშორებით, უსაფრთხო არეალში გაუშვეს“, – აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.