მასაჩუსეტსში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულმა 103 წლის ქალმა ვირუსზე გამარჯვება ცივი ლუდით აღნიშნა
მასაჩუსეტსში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულმა 103 წლის ქალმა ვირუსზე გამარჯვება ცივი ლუდით აღნიშნა

მასაჩუსეტსში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულმა 103 წლის ქალმა ვირუსზე გამარჯვება ცივი ლუდით აღნიშნა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ჯენი სტენას „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი აპრილში დაუსვეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ, 8 მაისს 103 წლის ჯენი სტენასთვის ჩატარებული ტესტის პასუხი კი უარყოფითი აღმოჩნდა.