მას სტარტი კაცებში ტარე ბომ, ქალებში კი ჯულია სიმონმა მოიგეს | ბიატლონი
Emil Hegle Svendsen (L) celebrates beside Johannes Thingnes Bo from Norway during the men's relay (4 x 7,5 km) at the Biathlon World Cup in the Chiemgau Arena in Ruhpolding, Germany, 12 January 2018. Norway wins the relay ahead of France and Russia. Photo: Matthias Balk/dpa (Photo by Matthias Balk/picture alliance via Getty Images)
გერმანულ ქალაქ ობერჰოფში ბიატლონში მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპი ორი რბოლით დასრულდა. მას სტარტი კაცებში 15კმ-ზე ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ, ნორვეგიელი ტარე ბოს გამარჯვებით დასრულდა, მეორე ადგილზე ავსტრიელი ფელიქს ლეიტნერი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი შვეიცარიელმა ბენჯამინ ვეგერმა მოიპოვა.
მეორე რბოლაში ქალების მას სტარტი 12.5კმ-ზე ჯულია სიმონმა მოიგო, ვერცხლის მედალი ფრანცისკა პრეუსმა მოიპოვა, მესამე ადგილზე კი ჰანა ორბერგი გავიდა. მსოფლიო თასის ექვსი ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლას კაცებში 618 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 579 ქულით ასევე ნორვეგიელი მარტა როისელანდი იკავებს.
მსოფლიო თასის მეშვიდე ეტაპი 21-24 იანვარს იტალიაში გაიმართება.