მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეს სახერხი საამქრო, წიწვოვანი და ფოთლოვანი 14 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და 5 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი დანადგარი დალუქეს.

„ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა“, – აცხადებენ დეპარტამენტში.