მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი - ეპარქიაში კრიზისია, ასეთი დაზიანებული ეპარქია, როგორც ფიზიკურად, სულიერად, ასევე ფსიქიკურად, არსად მინახავს
მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი - ეპარქიაში კრიზისია, ასეთი დაზიანებული ეპარქია, როგორც ფიზიკურად, სულიერად, ასევე ფსიქიკურად, არსად მინახავს

მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ საკვირაო წირვა აღავლინა. ქადაგებისას მან ეპარქიის ახლანდელი მდგომარეობა შეადარა პანდემიას და განაცხადა, რომ კრიზისია. გრიგოლ კაციამ ასევე განაცხადა, რომ თავად მიმართა პატრიარქს რადგან წალკას უფრო სჭირდება. მისი თქმით, წალკაში მხოლოდ შვიდი მღვდელია. მიტროპოლიტ სტეფანეს, რომელიც მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი გახდა, გონიერი უწოდა და მას წარმატებები უსურვა. მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია მრევლს დაემშვიდობა და განაცხადა, რომ წირვა აღავლინა, როგორც წალკის ეპარქიის მღვდელმსახურმა.

„დღეს ეპარქიაში კრიზისია და როგორც ექიმმა, მინდა გითხრათ, რომ ასეთი დაზიანებული ეპარქია, როგორც ფიზიკურად, სულიერად და ფსიქიკურად, არსად მინახავს. 2019 წელს სინოდის გადაწყვეტილებით ჩამოვედი აქ. სამწუხაროდ, დამხვდა სიტუაცია, რომ ეპარქიის მღვდელმთავრებისა და მრევლის ნაწილმა ვერ მიმიღო. სამწუხაროა, რომ ამ ეპარქიაში არის აგრესია და სიძულვილი. ის ბერები და მღვდელმსახურები, ვინც ერთად გაიზარდა და მოღვაწეობენ, ერთმანეთს არ ესალმებიან. მეუფე პეტრე აქ მოღვაწეობდა 14 წელი, დრო და წლები დასჭირდება, რათა განიკურნოს ეს აგრესია“,- განაცხადა გრიგოლ კაციამ.

კითხვაზე რას გულისხმობს აგრესიაში. მეუფემ უპასუხა, რომ ეპარქიაში კრიზისია და ერთმანეთს გადაკიდებულია, როგორც მრევლი ასევე სასულიერო პირები. გრიგოლ კაცია მოუწოდებს მათ ერთმანეთს აპატიონ, რაც ცუდი იყო დარჩეს წარსულში. გრიგოლ კაციამ აღნიშნა რომ ეპარქიაში არსებულ კრიზისს და პრობლემების მოგვარებას შეძლებს მეუფე სტეფანე, რადგნ ის არის გონიერი და ბრძენი და კრიზისების მოგვარების დიდი გამოცდილება აქვს.

მისივე თქმით, ეპარქიაში გადაბარების ეტაპი დაწყებულია და საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.