მარტვილის მერის პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

00:41, 06.04.2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ პირველი მოადგილე დავით სურმავა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას დავით სურმავა ადასტურებს.

„დღეს მერმა ბრძანების საფუძველზე გამათავისუფლა სამსახურიდან, მე განცხადება არ დამიწერია. სხვას ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა სურმავამ.

დავით სურმავა მერის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა.

მსგავსი