მარტვილის „მერანის“ მტკივნეული მარცხი - ლიგა 2-ში თითქმის ყველაფერი გაირკვა #1TVSPORT
მარტვილის „მერანის“ მტკივნეული მარცხი - ლიგა 2-ში თითქმის ყველაფერი გაირკვა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 30-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შედეგებმაც ფაქტობრივად, თითქმის ყველაფერი გაარკვია, მაგრამ არა – ყველაფერი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მარტვილის „მერანმა“, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იყო, ფაქტობრივად, გადასასვლელ მატჩში მონაწილეობის შანსი დაკარგა.

გარეჯი – მერანი თბ 2 : 1

ცენტრალური – საგარეჯო

მერანი მრ – სპაერი 1 : 2

მურთაზ ხურცილავა – მარტვილი

შუქურა – სამტრედია 3 : 0

ტექნიკური ცენტრი – ფოთი

რუსთავი – ვიტ ჯორჯია 2 : 1

ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

ეროვნული ლიგა 2

1. შუქურა 57

2. სპაერი 45

3. სამტრედია 42

—————————

4. მერანი მრ 39

5. მერანი თბ 34

6. გარეჯი 33

—————————-

7. რუსთავი 23

8. ვიტ ჯორჯია 18

სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, მაგრამ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია ცნობილი – ეროვნული ლიგაში ქობულეთის „შუქურა“ დაწინაურდება. ეროვნული ლიგაში გადასასვლელ პლეიოფში თამაშის ყველაზე დიდი შანსი აქვთ თბილისის „სპაერს“ და „სამტრედიას“. შანსს მეოთხეადგილოსანი მარტვილის „მერანიც“ ინარჩუნებს, მაგრამ კონკურენტ „სპაერთან“ წაგებით, თავი ფაქტობრივად, უიმედო მდგომარეობაში ჩაიგდო.

თბილისის „მერანმა“ მატჩი დათმო და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეიოფში მოხვედრის შანსი დაკარგა. „მერანს“ საგარეჯოს „გარეჯმა“ სძლია, რომელმაც ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა.

ეროვნული ლიგა 2-დან გარიგებულ თამაშებში ბრალდებით გავარდნენ თბილისის „შევარდენი“ და „ზუგდიდი“, ტურნირზე კი ათის ნაცვლად, რვა გუნდი თამაშობს. ამიტომ, პირდაპირი გზით დარჩენილი მონაწილეებიდან არავინ გავარდება.

უკვე ცნობილია, რომ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ პლეიოფში ეროვნული ლიგა 2-ის მეშვიდე-მერვე ადგილოსანი „რუსთავი“ და „ვიტ ჯორჯია“ ითამამაშებენ, რომლებიც ლიგა 3-ის მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.