მარტში ბელარუსი დამარცხებულია - ეს ჯერ 17-წლამდელებმა მოახერხეს
მარტში ბელარუსი დამარცხებულია - ეს ჯერ 17-წლამდელებმა მოახერხეს
გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ბელარუს თანატოლთა ნაკრებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და დაამარცხა.
 
გიორგი ჩიტაურის გუნდმა ეს მატჩი ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში გამართა. შეხვედრა საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა, მეტოქეს ორი გოლი გაუტანა და 2:1 დაამარცხა. გოლი თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელის, ჯადული იობაშვილისა და „საბურთალოს“ ფორვარდის, გიორგი გვიშიანის ანგარიშზეა.
საქართველოU17 – ბელარუსი U17 2:1
​გოლები: 1:0 იობაშვილი (10), 2:0 გვიშიანი (25), 2:1 ზინოვიჩი (60)
საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, უგრეხელიძე, ო. მამაგეიშვილი (88. დუნდუა), გაგნიძე, სიჭინავა (73. კვერნაძე), გ. მამაგეიშვილი (78. ზოსიაშვილი), სალუქვაძე, უბილავა, გვიშიანი, იობაშვილი
სათადარიგოები: ვიბლიანი, შურღაია, აბჟანდაძე, ტატიშვილი, თელია, ონიანი, რუხაძე
​მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
საქართველოსა და ბელარუსის 17-წლამდე ნაკრებები მეორე ამხანაგურ მატჩს 4 მარტს გამართავენ. მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართება. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.