მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში აცხადებენ, რომ სააპელაციო საჩივრებზე გადაწყვეტილებას მოსამართლეები იღებენ
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში აცხადებენ, რომ სააპელაციო საჩივრებზე გადაწყვეტილებას მოსამართლეები იღებენ.
აღნიშნულის შესახებ ჰააგის სასამართლოს პრესსპიკერმა, ფადი ელ აბდალაჰმა განაცხადა.
მას არ დაუკონკრეტებია, ეხებოდა თუ არა ეს განცხადება ისრაელის მოთხოვნას, თუმცა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ჰააგის სასამართლოს მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემა გაასაჩივრა.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელი უარყოფს ჰააგის სასამართლოს უფლებამოსილებას და არ აღიარებს დაკავების ორდერების ლეგიტიმურობას ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის წინააღმდეგ.