მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს.

მირქმის დღესასწაულს უფლისადმი მიგებების დღესაც უწოდებენ. მირქმა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღეს ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა სვიმეონმა ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და მსხვერპლად ორი ფრინველი შესწირეს. მათ სიმონ ღვთისმიმრქმელი შეეგება და მაცხოვარი მიირქვა, რის შემდეგაც მისი წამება იწინასწარმეტყველა.