მარტის ბოლოს კარდიფში სუპერბრძოლა გაიმართება
მარტის ბოლოს კარდიფში სუპერბრძოლა გაიმართება

კარდიფში, პროფესიული კრივის სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლა შედგება.

WBA-სა და IBF-ის ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონი, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა ახალზელანდიელ ჯოზეფ პარკერს შეხვდება, რომელიც WBO-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელია.

როგორც სააგენტო “ფრანს პრესი” წერს, მოკრივეებმა მოილაპარაკეს შეხვედრის ჩატარების დროსა და ადგილზე: 31 მარტი, უელსის დედაქალაქი კარდიფი.

მხარეებმა კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმეს და რჩება მხოლოდ ხელის მოწერა.

ხელშეკრულების თანახმად, ბრძოლის საბოლოო შედეგის მიუხედავად, პარკერი 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც საერთო ჰონორარის 35 პროცენტი იქნება. დანარჩენი თანხა ჯოშუას ერგება.