მარტინა ნავრატილოვა - სერენა უილიამსს ამერიკის ღია პირველობამდე ორ-სამ ტურნირზე თამაში სჭირდება
დიდი სლემის ტურნირების 18-გზის გამარჯვებულმა მარტინა ნავრატილოვამ სერენა უილიამსზე საუბრისას განაცხადა, რომ სპორტსმენს ამერიკის ღია პირველობის დაწყებამდე ორი-სამ ტურნირში მონაწილეობა ხელს არ შეუშლიდა.
„სერენა თუ ჯანმრთელადაა, მაშინ მე, როგორც მწვრთნელი, ვისურვებდი, რომ ამერიკის ღია პირველობის დაწყებამდე მას ორ ან სამ ტურნირზე მონაწილეობა მიეღო. სერენას ბევრი მატჩის ჩატარება მართებს, თუ ამ ტურნირის და 24-ე დიდი სლემის მოგება სურს. როდესაც თამაშობ იმისათვის, რომ ისტორიაში შეხვიდე, იმყოფები განზომილებაში, რომელიც უცხოა ჩვეულებრივ მოკვდავთათვის“, – მოჰყავს WTA-ს გვერდს ნავრატილოვას სიტყვები.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი სერენა უილიამსი დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულია. ამერიკის ღია პირველობა 26 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაიმართება.