მარტინ ედეგორი „არსენალში“ გადადის
მარტინ ედეგორი „არსენალში“ გადადის

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი მარტინ ედეგორი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს, რომელსაც ფეხბურთელის აყვანა იჯარის წესით სურს.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავის „ტვიტერში” წერს, კლუბები ასრულებენ მოლაპარაკებებს და ტრანსფერი უახლოეს საათებში გაფორმდება.

ამ სეზონში 22 წლის სკანდინავიელმა ცხრა მატჩი ჩაატარა „რეალის“ რიგებში. ჭორების მიხედვით, მას შეეძლო „სოსიედადში“ იჯარით დაბრუნება, მაგრამ პრემერლიგაში თამაში არჩია.