მარტენ ფურკადი - რუსი ბიატლონისტების ადგილას შემრცხვებოდა
მარტენ ფურკადი - რუსი ბიატლონისტების ადგილას შემრცხვებოდა

ბიატლონში ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ფრანგმა ბიატლონისტმა მარტენ ფურკადმა აღიარა, რომ მისი ურთიერთობა რუს ბიატლონისტებთან – ალექსანდრ ლოგინოვთან და ირინა სტარიხთან უცვლელი დარჩა. ამ სპორტსმენებმა დოპინგის გამოყენებისთვის დისკვალიფიკაცია მოიხადეს და სპორტში დაბრუნდნენ.

„უკვე ნათქვამი მაქვს, რასაც ვფიქრობ სტარიხსა და ლოგინოვზე და მათ ეს იციან. ისინი ყველაფრით კმაყოფილები არიან. მათ ადგილას მე შემრცხვებოდა. მაგრამ მე არ ვარ მათ ადგილას“, – მოჰყავს ფურკადის სიტყვები ტელეარხ ARD-ს.

ლოგინოვმა მსოფლიოს თასის წლევანდელ გათამაშებაში ერთი პოდიუმი მოიპოვა. 12 დეკემბერს, ავსტრიულმა პოლიციამ ბრალი წაუყენა რუსეთის ნაკრების წევრებს მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში. მათ შორის იყვნენ ლოგინოვი და სტარიხი.