მარტა კოსი - ვფიქრობ, ახლა ნამდვილად დროა, წინ წავიწიოთ არა მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიმართებაში, დროა, წინ წავიწიოთ ასევე ბოსნიასთან მიმართებით, ბელგრადსა და პრიშტინასთან დიალოგში
მარტა კოსი - ვფიქრობ, ახლა ნამდვილად დროა, წინ წავიწიოთ არა მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიმართებაში, დროა, წინ წავიწიოთ ასევე ბოსნიასთან მიმართებით, ბელგრადსა და პრიშტინასთან დიალოგში

ვფიქრობ, ახლა ნამდვილად დროა, წინ წავიწიოთ არა მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიმართებაში, დროა, წინ წავიწიოთ ასევე ბოსნიასთან მიმართებით. დროა, წავიწიოთ წინ ბელგრადსა და პრიშტინასთან დიალოგში, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მარტა კოსმა მიუნხენის კონფერენციაზე გააკეთა.

„გაფართოების მთელ პროცესში ახალი დინამიკა შემოვიდა უკრაინაში ომის გამო. ან თუ ცოტა უკან დავბრუნდებით, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სურვილის გამო, რომ წასულიყვნენ ევროპული და არა რუსული გზით. მე ვსაუბრობდი წევრი სახელმწიფოების როლზე მთელ პროცესში, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ნამდვილად დროა, წინ წავიწიოთ არა მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიმართებაში, დროა, წინ წავიწიოთ ასევე ბოსნიასთან მიმართებაში. დროა, წინ წავიწიოთ ბელგრადსა და პრიშტინასთან დიალოგში. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ გაფართოების ან ევროპის გაერთიანების პროცესში, ჩვენ ნამდვილად არ უნდა დაგვავიწყდეს პასუხის გაცემა. რატომ ვაკეთებთ ამას? არა მხოლოდ იმიტომ, რომ კანდიდატ ქვეყნებს სურთ ჩვენთან შემოერთება, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენც გვსურს, ისინი ევროკავშირის ნაწილი გახდნენ“, – აღნიშნა მარტა კოსმა.