მარტა კოსი – საქართველოს ხელისუფლება კურსს თუ შეცვლის, ქვეყნის ევროპული გზა კვლავ ღია დარჩება, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს
საქართველოს მმართველი პარტია დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური თავდასხმების გზით, განაგრძობს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ვითარების შეცვლასა და ახალი ფურცლის გადაშლაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.
„საქართველოს მმართველი პარტია დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური თავდასხმების გზით, განაგრძობს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას. კიდევ უფრო შეიზღუდა სამოქალაქო სივრცე. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს. იმ პირობებში, როდესაც გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მთავარი ჩარჩო. ვითარების შეცვლასა და ახალი ფურცლის გადაშლაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, საქართველოს ხელისუფლება კურსს თუ შეცვლის, ქვეყნის ევროპული გზა კვლავ ღია დარჩება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, – განაცხადა მარტა კოსმა.