მარტა კოსი – „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას
„ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე შეფასებით, საქართველოში ბოლო მოვლენები შემაშფოთებელია.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას“, – წერს მარტა კოსი.
Latest developments in #Georgia are alarming.
The legal amendments proposed by the Georgian Dream will further undermine citizens’ rights to freedom of expression and assembly.
We call on Georgian authorities to reverse course and return to Georgia’s #EU path, respecting the…
— Marta Kos (@MartaKosEU) February 6, 2025