მარტა კოსი – პატივისცემა, დიალოგი და ორმხრივი ინტერესები ევროკავშირისა და აზერბაიჯანის პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს
გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, პატივისცემა, დიალოგი და ორმხრივი ინტერესები ევროკავშირისა და აზერბაიჯანის პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს.
ამის შესახებ მარტა კოსმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„პატივისცემა, დიალოგი და ორმხრივი ინტერესები ევროკავშირისა და აზერბაიჯანის პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს. ეს ნათლად გამოჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრიდან. ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში.
Respect, dialogue and mutual interests guide the 🇪🇺-🇦🇿 partnership. This was clear from my meeting with Minister of Foreign Affairs @Bayramov_Jeyhun. We plan to take our relations even further. pic.twitter.com/FYEUFMbaui
— Marta Kos (@MartaKosEU) September 19, 2025