მარტა კოსი – კანონის უზენაესობა და ევროკავშირის ღირებულებები არ არის მხოლოდ გაწევრიანების კრიტერიუმები, ეს არის ის, რაც უკრაინელებს სურთ
გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერს, ტარას კაჩკას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ინფორმაციას კოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მარტა კოსის განცხადებით, ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.
„განვიხილე ტარას კაჩკასთან ერთად, რომ კანონის უზენაესობა და ევროკავშირის ღირებულებები არ არის მხოლოდ გაწევრიანების კრიტერიუმები. ეს არის ის, რაც უკრაინელებს სურთ. ავაშენოთ ნდობა ერთად. ევროკავშირი განაგრძობს მხარდაჭერას საერთო ღირებულებების საფუძველზე“, – წერს კოსი.
Closely watching the developments in 🇺🇦
Discussed with @taraskachka that rule of law & EU values are not just 🇪🇺 accession criteria: they’re what Ukrainians want.
Let’s build the trust together. The EU will continue its support based on common values. pic.twitter.com/IkUVTXwR3k
— Marta Kos (@MartaKosEU) July 24, 2025