მარშალ გელოვანის გამზირზე გადაერთებითი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება
მარშალ გელოვანის გამზირზე ახლი გზის პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიის დაკვეთით, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ წყალმომარაგების ახალ ქსელზე საბოლოო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, პირველ აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 2 აპრილის ღამის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელევანის გამზირს, თოფურიას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის ქუჩებს, გოძიაშვილის ქუჩას და შესახვევებს, გოთუას, მუხრან მაჭავარიანის, ჭელიძის, ბიძინა ბარათაშვილის, სარგის კაკაბაძის, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის, ალასანიას, ვაზისუბნისა და მიმდებარე ქუჩებს.
დიდუბის რაიონში: აღამაშენბლის ხეივნის მე-12 კმ-ს, დიღმის მასივის პირველი კვარტლის N10, 11, 12 კორპუსებს.
დიდ დიღომში: ფარნავზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, მიხეილ მესხის, ფატმანის, კვირაცხოვლის მუხათგვერდის და მიმდებარე ქუჩებს; ბენდუქიძის დასახლებას.
ქოშიგორას დასახლებაში: ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასიათასი მოწამის ქუჩებს.
სოფელ ზურგოვანაში: კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ქუჩებს.
ზაჰესში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადისა და ენერგეტიკის ქუჩებს.
„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – აცხადებენ კომპანიაში.