მარსელთან სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
მარსელთან სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში, მარსელთან, სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

გარდაცვლილები საფრანგეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები არიან. ისინი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობით დაზარალებულების დასახმარებლად მიემგზავრებოდნენ.

ინციდენტი პირველ დეკემბერს, ღამით მოხდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საფრანგეთში გასულ კვირას უხვი ნალექის გამო რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა იყო. შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა.