მარსელში შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს
მარსელში შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს

საფრანგეთის ქალაქ მარსელში შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქის ქუჩებში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩაიკეტა.

მის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა.

ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ საქმე ოჯახურ კონფლიქტთან აქვთ, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერ-ჯერობით არ კეთდება.