მარსელომ ზინედინ ზიდანის ნდობა დაკარგა
WOLFSBURG, GERMANY - APRIL 05: Zinedine Zidane manager of Real Madrid and Marcelo smile during a Real Madrid press conference ahead of their UEFA Champions League quarter final first leg match against Wolfsburg at Volkswagen Arena on April 5, 2016 in Wolfsburg, Germany. (Photo by Stuart Franklin/Bongarts/Getty Images)
მადრიდის „რეალის“ მცველმა მარსელომ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში კლუბი შეიცვალოს.
ბოლო დროს, ესპანეთის ჩემპიონის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა 32 წლის ფეხბურთელის თამაშით. როგორც ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito იტყობინება, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა დაკარგა ვეტერანი ბრაზილიელის მიმართ ნდობა. ასეე მარსელოთი უკმაყოფილონი არიან მისი თანაგუნდელები, განსაკუთრების მას შემდეგ, რაც მცველს „ალავესთან“ მატჩისას კონფლიქტი ჰქონდა რაფაელ ვარანთან.
წყაროს ცნობით, ზიდანი დიდი ხანი იცავდა მარსელოს, მაგრამ ახლა აღარ განიხილავს ბრაზილიელს ძირითადის ფეხბურთელად. ვარაუდობენ, რომ მცველი 2021 წლის ზაფხულში დატოვებს „რეალის“ რიგებს.
მარსელოს მოქმედი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.