„მარსელის“ გულშემატკივრებმა პსჟ-ს მარცხი ფოიერვერკებით აღნიშნეს (ვიდეო)
„მარსელის“ გულშემატკივრებმა პსჟ-ს მარცხი ფოიერვერკებით აღნიშნეს (ვიდეო)

პარიზული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (1:0) და თასს ვერ დაეუფლა, რამაც „მარსელის“ გულშემატკივრების დიდი სიხარული გამოიწვია.

მარსელის ქუჩებში ფანატები შეიკრიბნენ და თანამემამულეთა მარცხი ფოიერვერკებით აღნიშნეს.

შეგახსენებთ, რომ „მარსელი“ ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ფრანგული გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგებ მოახერხა.

1992/93 წლების სეზონში ფრანგულმა კლუბმა „მილანი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა.