მაროკოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან-პრის გათამაშებაზე ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს [ვიდეო]

მაროკოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან-პრის გათამაშებაზე 73 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ლაშა შავდათუაშვილი იბრძოლებს.

1/2 ფინალში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფრანგ გილომ შენეს სძლია და გადამწყვეტ ბრძოლაში რუს დენის იარცევს დაუპირისპირდება.

ამავე წონაში კანადელ ანტუან ბუშართან რეპაშაჟში დამარცხდა ფრიდონ გიგანი და უმედლოდ დარჩა, ასევე უმედლოდ დავრჩით 81 კგ-ში, სადაც ნუგზარ ტატალაშვილი და ბექა დონღვანი გამოდიოდნენ.