მაროკოს მეფე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
მაროკოს მეფე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

მაროკოს მეფე, მუჰამედ VI სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

ი​ნფორმაციას მაროკოს ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. მუჰამედ VI ზურაბიშვილს წარმატებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ ის ქართველ ხალხს შემდგომი პროგრესისა და კეთილდღეობის მიღწევაში დაეხმარება.

მონარქი აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ძლიერი კავშირი არსებობს და ვარაუდობს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი არსებული ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს.