საქართველოს პირველი არხის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ, დამტვრეულია ვიდეოკამერა [ვიდეო]
მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.
ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია.
საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
ამასთან, დაშავდა კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის „მთავარი არხის“ ჟურნალისტიც.