მარნეულში 90-ვე საარჩევნო უბანი პროცედურების დაცვით გაიხსნა
მარნეულში 90-ვე საარჩევნო უბანი პროცედურების დაცვით გაიხსნა

მარნეულში 90-ვე საარჩევნო უბანი მშვიდ ვითარებაში გაიხსნა.

99 717-მა ამომრჩეველმა დღეს არჩევანი 15 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი ჯერ არ შესულა.

არჩევნების, მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით მარნეულის პოლიციასთან დამატებითი საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

მარნეულში დღეს მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება.