მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს [ფოტო]
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვისა და სხვა ბრალდებულების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს მოსამართლე მადონა მაისურაძე უძღვება.
სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული, ხოლო ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.


