მარნეულის სოფელი მარადისი, სადაც კორონავირუსის შემთხვევების გამო ყველა ოჯახი თვითიზოლაციაშია [ფოტო]
მარნეულის სოფელი მარადისი, სადაც კორონავირუსის შემთხვევების გამო ყველა ოჯახი თვითიზოლაციაშია [ფოტო]

მარნეულის სოფელ მარადისში, სადაც ბოლო სამ დღეში კორონავირუსი ექვს ადამიანს დაუდასტურდა, ყველა ოჯახი თვითიზოლაციაშია.

სოფელში პატრულირება ხორციელდება და ის მკაცრად კონტროლდება.

მარადისში სულ 40 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაინფიცირებულთა კონტაქტები ცნობილია, სოფლის ყველა მცხოვრებელს კი სახლიდან გამოსვლა ეკრძალება.

სოფელი მარადისი საქართველოს პირველი არხის ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ფოტოობიექტივში.