მარნეულის სოფელ წერაქვში საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ გაიმართა
მარნეულის სოფელ წერაქვში საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში 22-25 აგვისტოს საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ გაიმართა. წელს ფესტივალმა მუსიკოსები 10 ქვეყნიდან მიიღო, მათ შორის – აზერბაიჯანი, ბენინი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, საქართველო, სენეგალი, სომხეთი, უკრაინა, შოტლანდია.

ფესტივალმა გააერთიანა მუსიკოსები, მხატვრები, არქიტექტორები, პედაგოგები და მოხალისეები მთელი მსოფლიოდან.

ფესტივალისთვის ადგილზე კარვების ზონა მოეწყო, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, ღამე გაეთენებინათ. ამასთან, მოეწყო ვორქშოფები და სპორტული ტურნირები.