მარნეულის სოფელ კირაჩმუღანლოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სტიქია მარნეულის რაიონში. სოფელ კირაჩმუღანლოში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება მარნეულის მერი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ზაურ დარგალის განცხადებით, შექმნილის სპეციალური კომისიაც.
„ზარალის შეფასების კომისია შექმნილია. სტიქიამ აზარალა 4-5 სოფელი. ზოგ სოფელში განადგურებულია სახურავები, სადაც ჩვენ პირველ დახმარებად დავარიგეთ სპეციალური ტენტები. ადგილზე მუშაობენ ჯგუფები. ჩვენ სახურავების შეკეთებაშიც დავეხმარებით მოსახლეობას“, – განაცხადა მარნეულის მერმა.
გუშინ, ღამით ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა მარნეულის რაიონის სოფლებში ნაკვეთები, ღობეები, შიდა გზები დააზიანა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დროებით გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალიც.