მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს მოსახლეობა მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას პროდუქციას აბარებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს მოსახლეობა მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას პროდუქციას აბარებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს მოსახლეობა მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას საკუთარ პროდუქციას აბარებს.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ სრული პროდუქციის ჩაბარებას ვერ ახერხებენ.

ადგილზე იმყოფებიან ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და სამართალდამცველები.

პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დისტანცია დაიცვან და გაიკეთონ პირბადეები, თუმცა ისინი არ ემორჩილებიან.

ამ დროისთვის პროდუქტის ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს და როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, დღეს სულ 10 სატვირთო ავტომობილი შემოვა.

მათვე ინფორმაციით, დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან სადისტრიბუციო კომპანია ათეულობით ტონა მოსავალს გაიტანს რეალიზაციისთვის.

როგორც მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა აღნიშნა, ხელისუფლებამ მაქსიმალურად ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას.

„მოგახსენებთ, რომ მოსახლეობის პროდუქციის ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს. დღეს 10 სოფელში 10 სატვირთო მანქანა შემოვა და ეს პროცესი ყოველდღიურად გაგრძელდება. ჩვენი მიზანი, შექმნილი გამოწვევებიდან გამომდინარე, არის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ გაყიდონ თავისი პროდუქცია. რაც შეეხება კორონავირუსის თემას, იცით, რომ დღესაც მარნეულში აღებული ყველა ანალიზი უარყოფითია და მარნეულში მეექვსე დღეა, ინფიცირების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა დარგალმა.