მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელში გამშვები პუნქტის დემონტაჟი მიმდინარეობს

22:49, 17.05.2020

მარნეულის მუნიციპალიტეტი გახსნისთვის ემზადება. ამ წუთებში მუნიციპალიტეტის შესასვლელში სპეციალურად მოწყობილი გამშვები პუნქტის დემონტაჟი მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან თავდაცვის ძალები და შსს-ს თანამშრომლები.

დემონტაჟის სამუშაოებს ესწრებიან ქვემო ქართლის გუბერნატორი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წარმომადგენლები.

დილის 06:00 საათიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი გაიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება შეეძლება.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო ზონად იყო გამოცხადებული და მისი დატოვების უფლება მოქალაქეებს არ ჰქონდათ.

მსგავსი