მარკუს ტურამი „ბარსელონასა“ და „რეალს“ სურთ
მარკუს ტურამი „ბარსელონასა“ და „რეალს“ სურთ

„გლადბახის“ ფორვარდმა მარკუს ტურამმა, შესაძლოა, კარიერა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. 23 წლის ფრანგის შეძენით ორი ადგილობრივი გრანდია დაინტერესებული.

მადრიდის „რეალმა“ და „ბარსელონამ“ უკვე ჩაატარეს წინასწარი მოლაპარაკებები ტურამის აგენტთან.

იტყობინებიან, რომ „გლადბახი“ თავისი ფორვარდის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს.

ამ სეზონში მარკუსმა ბუნდესლიგაში ექვსი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.