მარკუს რეშფორდი პსჟ-ს მთავარი სატრანსფერო სამიზნეა
მარკუს რეშფორდი პსჟ-ს მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

„მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი მარკუს რეშფორდი „პარი სენ-ჟერმენის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა.
ფრანგული პრესის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელით პირადად არის დაინტერესებული პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი.

„მანჩესტერ იუნაიტედს” ინგლისელი მოთამაშის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი ფუნტის მიღება სურს და პსჟ მზად არის ამ თანხის გადასახდელად. პარიზელები რეშფორდში ხედავენ კილიან მბაპეს პოტენციურ შემცვლელს, რომელზეც მადრიდის „რეალი” აცხადებს პრეტენზიას.

რეშფორდის მიმდინარე ხელშეკრულება „მანჩესტერ იუნაიტედთან” 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. კლუბს კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელების უფლება აქვს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში რეშფორდმა 28 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.

დატოვე კომენტარი