მარკოს ალონსო „ჩელსიში“ 2023 წლამდე დარჩება

18:26, 24.10.2018

ლონდონის „ჩელსის“ მცველმა მარკოს ალონსომ კლუბთან ახალი კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. ესპანელი ინგლისურ გუნდში „ფიორენტინადან“ 2016 წელს გადავიდა და პირველივე სეზონში პრემიერ-ლიგის ჩემპიონი გახდა.

27 წლის მცველმა, რომელსაც ადრე „ბოლტონსა“ და მადრიდის „რეალშიც“ უთამაშია, გასულ სეზონში ინგლისის ასოციაციის თასიც მოიგო.

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ დარჩენა და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშის საშუალება რომ მეძლევა. აქ ორი ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე და მომავალში უფრო მეტს ველი“, – განაცხადა ალონსომ.

ჩელსის მაისურით ესპანელმა 92 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა, მიმდინარე წლის მარტში კი ის პირველად მიიწვიეს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში.

 

მსგავსი