მარკოს ალონსო ახლოს არის „ბარსელონაში“ გადასვლასთან #1TVSPORT
მარკოს ალონსო ახლოს არის „ბარსელონაში“ გადასვლასთან #1TVSPORT

„ჩელსის მცველი“ მარკოს ალონსო ახლოს არის კატალონიურ კლუბში გადასვლასთან, – იუწყება ფაბრიციო რომანო.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, მოლაპარაკების პროცესი კარგად მიდის, მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას და ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

გასულ სეზონში 31 წლის ესპანელმა „ჩელსის“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მარკოს ალონსოს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

დატოვე კომენტარი