მარკო რუბიოსა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
მარკო რუბიოსა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მარკო რუბიომ და ანდრეი სიბიგამ საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების მოახლოებული შეხვედრის დეტალები განიხილეს.

„უკრაინას სურს ომის დასრულება და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ამერიკის ხელმძღვანელობაა საჭირო“, – აცხადებს სიბიგა.

მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს რუბიომ და სიბიგამ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრეს.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა საუდის არაბეთში მომავალ კვირას გაიმართება.