მარკო რუბიო - ყურადღებით ვაკვირდები ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას, გავაგრძელებ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მშვიდობიანი მოგვარებისთვის თანამშრომლობას
მარკო რუბიო - ყურადღებით ვაკვირდები ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას, გავაგრძელებ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მშვიდობიანი მოგვარებისთვის თანამშრომლობას

ყურადღებით ვაკვირდები ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც რუბიო აღნიშნავს, ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მშვიდობიანი მოგვარებისთვის თანამშრომლობას გააგრძელებს.

„ვიმეორებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ იმედია, ეს სწრაფად დასრულდება. გავაგრძელებ ინდოეთისა და პაკისტანის ხელმძღვანელობასთან სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარებისთვის თანამშრომლობას“, – წერს რუბიო.